გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მივიდა

10-07-2019

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მივიდა.


მისი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება. როგორც გიგი უგულავამ თქვა ის აპირებს გამოძიების კითხვებს უპასუხოს და მათ ინფორმაცია მიაწოდოს.


„სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, ივანიშვილის პროკურატურა უკვე მესამე გამოძიებას აწარმოებს. ერთია საბურავების საქმე, რომლის ბედ - იღბალი საზოგადოებამ არ იცის. იყო ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, 315- ე მუხლით აღძრული საქმე და შინაარსიდან გამომდინარე, თურმე „რუსთავი 2“ - ის ეზოში ხდებოდა ეს და მესამე აკვიატებული იდეა, ცარიელი პარლამენტის შტურმის და ეს ვერსია რომ გაამყაროს ხელისუფლებამ, რომ პარლამენტის შტურმი იგეგმებოდა ზვიად ძიძიგურიც კი, რომელიც ვარდების რევოლუციის მონაწილე იყო, ახლა მგმობელად გვევლინება და სახელმწიფო გადატრიალებად ასაღებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.


შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოშ, დაკითხვაზე 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031