გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
საბერძნეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

11-07-2019

საბერძნეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.


ჰალკიდიკის რეგიონში ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის გამო 6 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან რუმინელი, ჩეხი და რუსი ტურისტები.


უამინდობაა იტალიაშიც. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი დააზარალა, სადაც ძლიერი სეტყვის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.


ცალკეულ უბნებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მაგისტრალები და სახელმწიფო დაწესებულებები. სინოპტოიკოსების განცხადებით, უამინდობა იტალიის აღმოსავლეთ რეგიონებში კიდევ 2 დღე გაგრძელდება.


https://imedinews.ge/ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930