გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ავსტრიის ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

12-07-2019

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ავსტრიის ფედერალური სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, თომას ბუხბაუმს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზის“ მიმდინარეობაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევებზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კონფერენციის ფარგლებში ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ბევრი საერთო აქვს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მათ მიერ მიღებული გამოცდილება საქართველოს დადებით მაგალითად გამოადგება.

შეხვედრაზე სტუმარმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის ჩატარების შესახებ, ასევე სამიტის ფარგლებში მისაღებ დეკლარაციასა და პარტნიორობის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო რუსეთის ზეგავლენას და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებზე. ასევე ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031