გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პოლონეთის ქალაქ ვონგროვეცში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

14-07-2019

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ინციდენტი ქალაქ ვონგროვეცში, 13 ივლისს, გვიან ღამით მოხდა.


პოლიციამ ქუჩაში დაჭრილი მამაკაცი შენიშნა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, დაშავებული 34 წლის საქართველოს მოქალაქეა.


მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს 32 წლის ქართველი, რომელიც სავარაუდოდ, ინციდენტთან არის კავშირში.


მომხდარზე გამოძიება გრძელდება.




https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930