გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბაქოს ეწვევა

15-07-2019

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, 15-16 ივლისს, ბაქოს ეწვევა.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრების მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის სფეროში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

შეხვედრები, ასევე, გაიმართება მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოგტაი ასადოვთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამადიაროვთან და მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031