გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს აირჩევს

16-07-2019

დღეს ევროპარლამენტის სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაა დაგეგმილია. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის კანდიდატურის თაობაზე წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე დღე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ შეირჩა კომპრომისული - ვარიანტი გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი.


ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.


ფორმალურად მან ამ თანამდებობის დაკავებისთვის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს, თუმცა ქვეყნებსა და ევროპარლამენტის ფრაქციებს შორის დაპირისპირების გამო, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მისი მომხრეებისთვის სასურველი იქნება, რომ საგრძნობი უპირატესობით მოიგოს.





https://www.interpressnews.ge/ka/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930