გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო ქაცარავა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

17-02-2018

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბულგარეთში „ერთიანი საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, სადაც ევროპარლანტის ვიცე-პრეზიდენტს იოან პაშკუს შეხვდა.


სოფიო ქაცარავამ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება.


„მიუხედავად არსებული კონფლიქტისა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას განვითარების ხელშესახებ პროგრესს აჩვენებს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაც პარტნიორების მიერაა აღიარებული“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.


როგორც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნის მთავარ საგარეო მიზნამდე მისაღწევად.


მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31