გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე: რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა

17-07-2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.


მისი თქმით, ივანიშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ აქციის დარბევის ბრძანება თვითონ გასცა.


"ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო სრულიად არეული ინტერვიუ. ის რა თქმა უნდა ცდილობს, რომ თავსი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, რადგან ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულს. ის ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა რომ ბრძანება დარბევის გასცა თვითონ, ამით აღიარა ეს. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს - რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა და საქართველოს სახელმწიფოს დანგრევის პოლიტიკაში მთავარ ხელშემშლელად ასახელებს "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს ძალიან ნიშანდობლივია. იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გამოკითხვებში, იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება სერიოზულად ლიდერობს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031