გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა სალია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მივიდა

19-07-2019

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. 

მისი განცხადებით, ტელეკომპანიაში მისვლის მიზანი არხის მენეჯმენტთან შეხვედრაა.

„მე აქ ჯერ კიდევ გუშინ მოვედი, რათა ტელეკომპანიაში არსებული ვითარების გაცნობა დამეწყო.

პირველ რიგში, მინდოდა გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ მათ ყველასშევხვედროდი, გამეცნო ყველა თანამშრომელი და ამავდროულად, დამეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის აუცილებელია. დღესაც იგივე მიზნით მოვედი, რადგან გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო საათების დასრულების გამო ის ადამიანები ვინც ამ ფუნქციებს ასრულებდნენ, წასულები იყვნენ. შესაბამისად, დღეს მოვედი ისეთ დროს როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს. შევალ მათთან და გავესაუბრები“,- განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით ამ ეტაპზე მთავარია, რომ არხის ფუნქციონირება სრულყოფილად გაგრძელდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031