გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა სალია: დოკუმენტი, რომელიც დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოში მიიტანა, ყალბია

19-07-2019

„ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში მიიტანა და ჩივილს აპირებს, რათა „რუსთავი2“-ი დაყადაღდეს, ყალბია და ამას ექსპერტიზაც დაადგენს.“- ასე უპასუხა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის მიმართ არსებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ შეკითხვას. 

„ეს დავა უკვე სასამართლო წარმოებაშია.იმ ხელშეკრულებას, რომელსაც მიუთითებს ირაკლი ოქრუაშვილი, ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ სასამართლოში, რომ არის გაყალბებულია დოკუმენტი. მაშინ ფულადი მოთხოვნა ჰქონდა, თითქოს, მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და თითქოს, ქიბარ ხალვაში ამას ადასტურებდა და უკან უნდა დაებრუნებინა სარგებლით, ანუ პროცენტით. და მეორე ნაწილი „რუსთავი2“ იყო დაკავშირებული, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დოკუმენტი არის ყალბი და ექსპერტიზა ამას დაადგენს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი2“- ის ამჟამინდელი მფლობელიაგან ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვშის 100 პროცენტიანი წილის დაყადაღების მოთხოვნით ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, მომავალ კვირას კი სასამართლოს უკვე ტელეკომპანიის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031