გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

21-07-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

"ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არ ყოფილა და მომხდარის დროს საქართველოში არც იმყოფებოდა.

"ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი 19 ივნისს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31