გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი სანდრა ო საქართველოშია

22-07-2019

სერიალ „გრეის ანატომიის“ (Grey’s Anatomy) ვარსკვლავი სანდრა ო საქართველოშია.


სანდრა ოს ფასანაურში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა „ადმირალ რაფტინგ გრუპმა“ (Admiral Rafting Group) სოციალურ ქსელში გაავრცელა.


„ადმირალ რაფტინგ გრუპში“ განაცხადეს, რომ სანდრა ო, სამ მეგობართან ერთად, ყაზგებიდან თბილისში ბრუნდებოდა და გზად, დაახლოებით ერთი საათით მათ კაფეში გაჩერდა.


არსებული ინფორმაციით, მსახიობი ყაზბეგს, ფასანაურსა და თბილისს სტუმრობდა.


ვიზიტის შესახებ სხვა დეტალები უცნობია, თუმცა სანდრა ო-ს გუშინ, 20 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა და სავარაუდოდ მისი საქართველოში გატარება გადაწყვიტა.


ფასანაურში ყოფნისას სანდრა ომ კაფეს მეპატრონეებთან ფოტოებიც გადაიღო, რომელიც საქართველოს პირველ არხს „ადმირალ რაფტინგ გრუპმა“ მიაწოდა.



https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930