გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

22-07-2019

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“- ში ქიბარ ხალვაშის და პანორამას წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა ოთხშაბათამდე გადაწყვეტს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუ ყადაღა სარჩელის სეტანის დროს ხელახლა მოითხოვოს. 

„იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე, ოთხშაბათ საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადი და ოთხშაბათ საღამომდე გადავწყვეტთ, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031