გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლავროვი: აშშ რუსეთისგან საქართველოს "ჩამოცილებას" ცდილობს

25-07-2019

დასავლური სახელმწიფოები, აშშ-ის ხელმძღვანელობით, საქართველოს რუსეთისგან "ჩამოშორებას" ცდილობენ. აღნიშნულის შესახებ, რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.


აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ ოფიციალური მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების გაუარესებას არასდროს ცდილობდა.


"სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები და შეეცადა შეეზღუდა ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა, შემდეგ კი "ეკონომიკამ თავისი მაინც გაიტანა" - აღნიშნა მინისტრმა.


"კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, მით უფრო აშშ, რუსეთის ფედერაციისგან მისი მეზობლების "ჩამოცილებას" ცდილობენ", - განაცხადა ლავროვმა.




https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930