გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე ომბუდსმენს მიმართავს

25-07-2019

შსს ყოფილი მაღალჩინოსნის შოთა უტიაშვილის სახლის წინ გამართულ აქციაზე სახალხოს დამცველის გამოხმაურების საპასუხოდ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

აბაშიძის თქმით, ივანიშილისა და უტიაშილის სახლებთან გამართული აქციები კონკრეტული ჯგუფების მიერ სხვა და სხვა კრიტერიუმებით ფასდება.

"შეკითხვა სახალხო დამცველს - ქალბატონო ნინო, ყურადღებით გავეცანი თქვენ განცხადებას და შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან ბოლო პერიოდი 24/7 "ნაცმოძრაობის" აჭარის აქტივისტთა ხმაურიანი პროტესტი რომ მიმდინარეობს, მთელი პერიმეტრი ლამის ალყაშია, ყოველ ღამე ირთვება სირენები, ისმის ბულინგი და უხამსი შეძახილები. ამაზეც დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. უტიაშვილების ოჯახი ოჯახია, მაგრამ ივანიშვილების ოჯახიც ხომ ოჯახია? კვესიტაძე ეკაა, მაგრამ ხვედელიძესაც ხომ ეკა ჰქვია და ამ კრიტერიუმით მაინც დავინტერესდეთ და დავაფიქსიროთ პოზიცია. მადლობა ყურადღებისათვის!" - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031