გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში ქალი უგონო მდგომარეობაში ნახეს

29-07-2019

რუსთავში 37 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში ნახეს.


VII მიკრორაიონის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ახალგაზრდა ქალი ერთ - ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში უგონო მდგომარეობაში ნახეს.


ადგილობრივებმა გადაწყვიტეს რომ ქალს დახმარებოდნენ და გონზე მოეყვანათ. ქალი რამდენიმე წუთში გონზე მოვიდა თუმცა არ იყო ადეკვატური, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს.


პოლიციელების და ექიმების დანახვაზე ქალი კიდევ უფრო აგრესიული გახდა, მან ექიმებს და პატრულის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


მოგვიანებით პაციენტი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.


არსებული ინფორმაციით ქალს გაურკევევლი სახეობის ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა მიღებული.





https://inforustavi.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930