გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის რამდენიმე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

5-08-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინაროებს, რისთვისაც 520 000 ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ამბულატორიების რეაბილიტაცია და მშენებლობა.
პროქტის მონიტორინგის მიზნით, ლანჩხუთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ოთარ არევაძემ და დავით ფერაძემ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ანი ჩუბინიძემ, მერის პირველმა მოადგილე ბიძინა იმნაიშვილმადა მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლებში სამუშაოები 10 სექტემბერამდე დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930