გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა

19-02-2018

ქობულეთში ცოლმა 31 წლის ქმარი ცივი იარაღით დაჭრა.

მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს არეში აქვს მიყენებული. ამჟამად დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ინციდენტს, სავარაუდოდ, წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.

„პაციენტი შემოყვანილია შემავალი ჭრილობებით. გაკეთდა ქირურგიული ჩარევა. პაციენტი სტაბილური მდგომარეობით გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად იმყოფება ინტენსიური თერაპიის რეანიმაციულ განყოფილებაში და გადის მკურნალობას“-განაცხადა ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ირინა დოლიძემ.

მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19/108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31