გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია: ეს ჩემთვის წითელი ხაზია

9-08-2019

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მისთვის ბრალის წარდგენას სოციალური ქსელით ეხმაურება:

„აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი.

ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტია ინტერმედიაში და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?

ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ“-წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ის დღეს პროკურატურაში მისვლას და ბრალის ჩაბარებას აპირებს, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930