გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

21-08-2019

თბილისში, ვორონცოვზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა კიდურში აქვს მიყენებული და მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.




ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031