გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თელავში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

27-08-2019

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ერთ - ერთ ოჯახში ძაღლს, ქუჩის ძაღლმა უკბინა, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.

 

ნელი ხიზანიშვილის თქმით, კვლევა ჩატარდა და ანალიზებმა ცოფის ვირუსი დაადასტურა.

 

შესაბამისმა უწყებამ დეზინფექცია ჩაატარა საცხოვრებელ ბინაში, სადაც ძაღლი ჰყავდათ. აცრა გაუკეთდა ძაღლის პატრონ ქალბატონსაც და ყველა იმ პირს, რომელიც შესაძლოა, ძაღლთან შეხებაში ყოფილიყო.

თელავში, მაწანწალა ძაღლების პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

ქალაქში ადამიანების დაკბენის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა.

 

pia.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031