გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტეხასში სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა

1-09-2019

ტეხასის შტატში სროლის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, ბოროტმოქმედი სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლისას მოკლეს. ის 30 წლის მამაკაცია. ინციდენტი ქალაქ მიდლენდსა და ოდესაში მოხდა.


გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ჯერ მსუბუქი ავტომობილიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი აშშ-ის ფოსტის კუთვნილი სატვირთო გაიტაცა და სროლა განაგრძო.


დაჭრილებს შორის არის ორი წლის ბავშვი. დაზარალებულებიდან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.


ტეხასში მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი.


მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მზადაა, კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლებთან ერთად იმუშაოს და გადადგას ნაბიჯები, რომ აშშ-ში მასობრივი მკვლელობები შეწყდეს.



https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031