გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კლინიკაში ახალნამშობიარები ქალი შეიყვანეს, რომელმაც ჩვილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო

6-09-2019

თბილისში 40 წლამდე ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა და ჩვილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სამშობიაროში ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს.

ქალის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვილი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. 

როგორც "პირველს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930