გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი, ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია

13-09-2019

"ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაციის ადგილმა ჩემზე ანაკლიის თემით სპეკულირების შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, საეჭვოა ამ თემამ მას წარმატება მოუტანოს", - ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი, ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია.

"სახელმწიფოს მაქსიმალური მხარდაჭერის, მშენებლობის ვადების მრავალგზის კორექტირების მიუხედავად, მან მაინც ვერ შეძლო პირობის შესრულება. შეიძლება ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძე ჯერ პოლიტიკაში არც შემოსულა და უკვე გამოავლინა არასერიოზული პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ყველაზე ცუდი თვისება - დანაპირების არშესრულება“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930