გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მივესალმებით გამოძიების დაწყებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე

20-09-2019

გენერალურმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

"მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა" - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930