გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერიის ცხელი ხაზი არ იმუშავებს

20-09-2019

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნულის შედეგად ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

"ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.

ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - წერია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031