გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა

25-09-2019

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა მინისტრს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

მხარეებმა ორი უწყების თანამშრომლობის ფორმებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930