გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეცოპერაცია უკრაინაში - მოკლულია საქართველოს მოქალაქე

2-10-2019

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. იგი დღეს, კიევის ოლქში მდებარე ხოტიანოვკას დასახლებაში სამართალდამცველებმა მოკლეს.

პოლიციის ცნობით, ისინი იმ სახლთან მივიდნენ, სადაც საქართველოს მოქალაქე იმალებოდა და დანებება მოსთხოვეს. საპასუხოდ კი, მან ცეცხლი გახსნა.

როგორც უკრაინის ეროვნულ პოლიციაში აცხადებენ, მოკლულის ვინაობა მათთვის ცნობილია და მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალად კრიმინალური ბანდის შექმნაში, ადამიანების გატაცებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობაში ადანაშაულებენ.

newposts

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031