გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზესტაფონში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

9-10-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „ოპელის მარკის“ ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მგზავრი.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

1tv.ge


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31