გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

9-10-2019

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან - ილჰამ ალიევთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ მიღწევებზე, ასევე, ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31