გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ესპანეთში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს 1 და ესპანეთის 3 მოქალაქე დააკავეს

26-02-2018

კატალონიაში თაღლითობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ შორის არის საქართველოს ერთი და ესპანეთის სამი მოქალაქე.


ინფორმაციას ესპანური მედიაზე დაყრდნობით რუსთავი2 ავრცელებს.


გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ერთი და იმავე სცენარით მოქმედებდნენ. პოლიცია დანაშაულის 21 შემთხვევას იძიებს.


სახლებში შესაღწევად ისინი თავს გაზის კომპანიის თანამშრომლებად ასაღებდნენ, სამიზნე კი, ძირითადად, ასაკოვანი, მარტოხელა და ალცჰეიმერით ან პარკინსონით დაავადებული ადამიანები ხდებოდნენ.


ადგილობრივი მედია წერს, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ქართველი ქალი სატელეფონო ოპერატორის როლს ასრულებდა და დაზარალებულებს თითქოსდა გაზის კომპანიის თანამშრომლების მისვლის შესახებ ატყობინებდა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031