გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

15-10-2019

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე,  ორი პირი დააკავეს.  

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა, მოხდა 60 000 ლარის ღირებულების  პოლიეთილენის პარკების, გრანულებისა და ერთჯერადი ჭიქების რეალიზაცია. 

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

 

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930