გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მესტიაში ძმამ ძმა ცივი იარაღით მოკლა

21-10-2019

მესტიაში, სოფელ ცხუმარში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. როგორც ცნობილია, ბრალდებული და მსხვერპლი ძმები იყვნენ.

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღი, რომლითაც მკვლელობა მოხდა.

როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031