გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

21-10-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, პეკინის გამზირის, კონსტანტინე გამსახურდიას I და II კვარტლების, მეფე მირიანის, კოსტავას, საბურთალოს, ვახტანგ ჭაბუკიანის, ხვიჩიას, შარტავას და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე საირმის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 15 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, დავით აღმაშენებლის გამზირის და დოდო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31