გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა

28-02-2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 73 მსჯავრდებული, აქედან 4 ქალბატონი მსჯავრდებული.

შეწყალების აქტით, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს, აქედან 2 ქალბატონ მსჯავრდებულს.

შეწყალების საკითხთა კომისიამ 2018 წლის თებერვალში განიხილა 858 პირის საქმე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031