გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის N74-ე ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა

11-11-2019

თბილისის N74-ე ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ორი აღსაზრდელის მშობელმა ადმინისტრაციას აცნობა, რომ ბავშვებს ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა.

„ოჯახმა გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ბაღს მოგვიანებით შეატყობინა, რომ მათ შვილებს აღმოაჩნდათ დაავადება მუნი და ამ ფაქტის გათვალისწინებით, მიეღოთ შესაბამისი ზომები.

ბაღის ადმინისტრაცია დაუკავშირდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციების მიხედვით, ჩაატარა ყველა აუცილებელი სადეზინფექციო სამუშაო. ფაქტის გამო, სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა“, – აღნიშნულია ბაღების სააგენტოს ინფორმაციაში.

https://1tv.ge/news/tbilisis-n74-e-baga-baghshi-munis-shemtkhveva-dafiqsirda/?fbclid=IwAR2j30FgOEOVuaKZvM-mNPiY09UPOYI-bX-Qa_SINRGmXfzsAXxQPsOtNyo

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031