გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

15-11-2019

პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ
გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული სიტუაცია განიხილეს.

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო‘’ -ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესსა და შესაძლებლობებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების მომავალ წელს გადმოწევის ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოხატა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930