გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის შენობაში სპეცრაზმი შეიყვანეს

17-11-2019

პარლამენტის შენობაში ეკიპირებული სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი არხი" ავრცელებს.

პარლამენტთან დღეს 15:00 საათზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი პროტესტი მშვიდობიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში გამართული საპროტესო აქციების დროს პარლამენტში შესვლის მოწოდებები გაისმა, რის გამოც აქცია ძალისმიერი მეთოდებით დაშალეს.

დაზარალდნენ როგორს პოლიციის თანამსრომლები, აგრეთვე აქციის მონაწილეები.

აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31