გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე არადეკლალირებული საქონელი შემოჰქონდათ

19-11-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების სამკურნალო საშუალებები და 7 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33,983.74 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930