გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ როსტომ მეფის სასახლესთან ოთხი აქტივისტი დააკავა

21-11-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, როსტომ მეფის სასახლესთან, სადაც
„ქართული ოცნების“ ოფისია განთავსებული, მოძრაობა „შეცვალეს“ ოთხი აქტივისტი დააკავეს.

ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდები როსტომ მეფის სასახლესთან საპროტესტი აქციას იმ დროს მართავდნენ, როდესაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდებოდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე მოხდა, დაკავებულები კი ქალაქ თბილისის სამმართველოში არიან გადაყვანილები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031