გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ნაცვლიშვილი საპროტესტო აქციას აანონსებს

22-11-2019

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა, ნაცვლიშვილი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, 24 ნოემბერს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ, აქციას აანონსებს.

ამის შესახებ საზოგადოებას დეპუტატი სოციალური ქსელით ატყობინებს.

"რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სააჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირები არ შეასრულა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს გახდებოდა ფართომაშტაბიანი პროტესტისა და პოლიტიკის ცვლილების საფუძველი. ასე ცვლილება ვერ მოხდება!!! თუ ითხოვ მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს, ნუ მოხვალ. ხოლო თუ ითხოვ პროპროციულ არჩევნებს უკეთესი ქვეყნისთვის, შემოგვიერთდი !

24 ნოემბერი, 15:00 საათი, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ",- წერს ბექა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტში საკონსტიტუციო ცცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოყვა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31