გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდუბეში 2 მამაკაცი დაჭრეს

25-11-2019

დაჭრა დიდუბეში - 2 ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სავარუდოდ, ცივი იარაღით წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე მარკეტში მიაყენეს.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მათ მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

"პაციენტს მარცხენა მხრის სახსრის არეში ორი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. იმყოფება ემერჯენსის განყოფილებაში. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მოხდება მისი ბინაზე გაწერა," - აღნიშნა ექიმმა მზია დევდარაიძემ ერთ-ერთი პაციენტის შესახებ საუბრისას.

"კურიერის" კამერამ ადგილზე სავარაუდო დამნაშავეების დაკავების კადრებიც გადაიღო. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930