გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული

29-11-2019

პარლამენტის ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობაა მობილიზებული, თუმცა რკინის ბარიკადები დღეს აღმართული არ არის.

დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე მივიდნენ, როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, 09:00 საათზე ჩანიშნული იყო უმრავლესობის დეპუტატების სხდომა, რომლის შემდეგაც მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები არიან ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი ამბობენ, რომ დეპუტატები ადრიანად იმიტომ მივიდნენ პარლამენტში, რომ მათ დისკოფორტი არ შექმნოდათ. 

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031