გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა სომხეთის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა

2-03-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ვიზიტების ფარგლებში გამართული შეხვედრები ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების გამტკიცებას შეუწყობს ხელს.
„ორი ქვეყნის ურთიერთობებში პოზიტიური და დადებითი დინამიკაა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით. მე მქონდა საშუალება პრემიერ-მინისტრთან განმეხილა ძალიან საინტერესო საკითხები, რაც ვიმედოვნებ, კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას“ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საუბრისას სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ სტაბილურ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31