გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"კობახიძის დაძახებულზე ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ"

29-11-2019

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება - პასუხობს:

"თუ დიპლომატიური კორპუსის მითითებით არის შეხვედრა, თავად დიპლომატიური კორპუსი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. კობახიძის დაძახებულზე ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ"

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება მათ შორის, ე.წ. გერმანულ მოდელს. როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დღეს, დღის ბოლომდე დაზუსტდება შეხვედრის ადგილი და ფორმატი.

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031