გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

1-12-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას, მცხეთის და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების, ვეკუას, საიათნოვას, ხიზანიშვილის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

გარდა ამისა, 11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 13 საათამდე ფონიჭალის დასახლების მაცხოვრებლები, 12 საათიდან 16 საათამდე ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლები, 14 საათიდან 16 საათამდე კი პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031