გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ კარდენახში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

2-12-2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარდენახში ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 34 წლის ლ.მ. საკუთარი სახლის ეზოში, ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სუიციდის მიზეზს ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ ასახელებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახში უთანხმოება არ შეუნიშნავთ.

შემთხვევა 30 ნოემბერს მოხდა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სამართალდამცველები გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებენ.

“რეგიონული კვირა” დამტებით დეტალებს არკვევს.

"კვირა"


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031