გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ"

6-12-2019

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ინფორმაციას გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:

 

"ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ“ მოძრაობას“ და მის სატელიტებს უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები. სხვადასხვა მედიასაშუალებაში რაღაცნაირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც ამის დასადასტურებლად მოჰყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება"

"ალია"


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930