გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში 24 წლის გოგოს ეძებენ

9-12-2019

თბილისში ახალგაზდა ქალი დაიკარგა - 24 წლის ჟანა ჭაფანძის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალის კვალი დღეს დილით, 6 საათზე დაიკარგა, რის შემდეგაც ჟანა ჭაფანძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ახლობლები აღარ ფლობენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ძველ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, "ფენიქსში", მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრები დილის 6 საათზე კლუბიდან ერთად გამოვიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟანა ჭაფანძე მას დაემშვიდობა, მისი კვალი ქრება.

როგორც "კურიერს" დაკარგული ქალის ახლობლებმა განუცხადეს, ჟანა ჭაფანძემ ოჯახის წევრებს  ფეისბუქზე გამოსამშვიდობებელი წერილიც მისწერა.

ოჯახის წევრებს ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ჟანას ისეთი პრობლემები არ ჰქონია, რაც სუიციდის მოტივი შეიძლება გამხდარიყო.

წყარო: რუსთავი 2

aliahttp://alia.ge/news/39788

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930