გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ფარცხალაძე შესაძლოა დაკითხვაზე დაიბარონ

9-12-2019

„ფინანსურ მაქინაციებზე და გაყალბებული დღგ-ს საქმეზე შესაძლოა,  ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაკითხვაზე დაიბარონ“-ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს.


მათივე ცნობით, არხის ჟურნალისტმა ყალბი დღგ-ს საქმეზე დაკავებული პიროვნებისგან წერილი მიიღო, რომელშიც ის ყოფილ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს ხელს ადებს და ამბობს, რომ მილიონების მოპარვა სწორედ ფარცხალაძის მიერ შექმნილი სქემით ხდებოდა.


აღნიშნულ საკითხზე პირველი კომენტარი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. ის ადასტურებს, რომ ამ კუთხით გამოძიება  მიმდინარეობს.


,,ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით  ბევრი დამნაშავე დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებული იქნება ყველა, ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მსგავს დანაშაულთან’’ - აცხადებს გიორგი გახარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930